პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. რაც ადვოკატის განმარტებით, ზრდის იმის შანს, რომ ბრალდებულები შემდეგ პროცესზე პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების დაწყებით სახელმწიფო გარკვეულ დათმობაზე მიდის. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებს საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლათ და მოსამართლე სათათბიროდ გასულიყო, თუმცა იმ ზეზის გამო, რომ შესაძლოა საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ, მოსამართლემ სასამართლო სხდომა 20 იანვრამდე გადადო. მანამდე კი ბრალდებულებს დრო აქვთ საკუთარ პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.