რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9 პირი, რომელსაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, სამართალდამცვლეების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. ადვოკატები, რომლებმაც დაცვის ქვეშ მყოფი პირები იზოლატორებში მოინახულეს ადასტურებენ, რომ დაკავებულებს, დაზიანებები, ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ. რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, დანიელ ბულკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მოქალაქეები, რესტორან ბაბილოსთან“ დააკავეს, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ. როგორია აქციაზე დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ამბობენ უფლებადამცველები ეკა ლემონჯავა მუშაობს დილიდან თემაზე.