საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას ქვეყნის შიგნით მოქალაქეების გარდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებიც უერთდებიან. ავტორიტარული და მჩაგვრელი რეჟიმი, რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება - ასეთი შეფასებები გვესმის ცალკეული უცხოელი პოლიტიკური აქტორის მხრიდან. კვლავ აქტიურად საუბრობენ ბიძინა ივანიშვლისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების გამოყენების მნიშვნელობაზე. „ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა - ასეთია გზავნილები საქართველოს მისამართით.