საქართველოში ოფიციალური ვიზით  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოში ოფიციალური ვიზით  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-01-13 15:40:44+04:00

ხვალ საქართველოში ოფიციალური ვიზით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან. ინფორმაციას თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს და აქვე განმარტავს, რომ კლოდ კერნისა და ედიტე ესტრელას საქართველოში ჩამოსვლა რეგულარული მონიტორინგის ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც როგორც რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდაჭერა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქართული ოცნების ლიდერების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.