სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის შეხვედრის ადგილად საკუთარი ქვეყანის შეთავაზებას ოფიციალურად აპირებს. ვუჩიჩის თქმით, მას შეუძლია პრეზიდენტებს შესთავაზოს შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების სათანადო დონე დაცული იქნება. მისივე განმარტებით, სერბეთი არის ქვეყანა, სადაც ტრამპს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, პუტინი კი ძალიან პოპულარულია. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაზე უკვე მუშაობს.