ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლების საქართველოში ვიზიტი ხვალ იგეგმება. კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით ეწვევიან. საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანია შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეეცდებიან ყველა ის საკითხი განიხილონ. რაც საქართველოს ინტერესებში შედის. კიდევ ვისთან არის დაგეგმილი შეხვედრები და რა თემებს განიხილავენ მხარეები ვიზიტისას.