თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე  საპროტესტო აქციაზე,  გუშინ 9 პირი დააკავეს - მოინახულეს თუ არა დაკავებულები უფლებადამცველებმა და რას ამბობენ ადვოკატები - Palitra News

თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე  საპროტესტო აქციაზე,  გუშინ 9 პირი დააკავეს - მოინახულეს თუ არა დაკავებულები უფლებადამცველებმა და რას ამბობენ ადვოკატები

2025-01-13 12:26:10+04:00

თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გუშინ 9 პირი დააკავეს. მათ საქმეებზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. მოსამართლეების კორპორაციული წვეულების მიმდინარეობის პარალელურად, ადგილზე ვითარების დაძაბვისას, დაკავებულ ცხრავე პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოინახულეს თუ არა დაკავებულები უფლებადამცველებმა და რას ამბობენ ადვოკატები.