სალომე ზურაბიშვილი - 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა - ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა - ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად

2025-01-13 11:46:41+04:00

1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ლიეტუვა 13 იანვარს თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წელს, 11-13 იანვარს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.