უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ სამშობლოში დააბრუნოს. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება. მოგვიანებით, ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის , მეორემ კი ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.