რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში სამარშრუტო ავტობუსზე მიიტანეს. სუმის ოლქის პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ორი მგზავრია დაშავებული. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ომის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამასთან, თავდასხმა ხარკოვის ოლქის მიმართულებითაც განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და საწარმო დაზიანდა.