ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს - მოსამართლეები რესტორან "ბაბილოს" პოლიციის კორდონით ტოვებენ - Palitra News

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს - მოსამართლეები რესტორან "ბაბილოს" პოლიციის კორდონით ტოვებენ

2025-01-12 23:48:19+04:00

რესტორან „ბაბილოსთან“ , ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დატოვებინეს. ადგილზე სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.

რესტორან „ბაბილოსთან“ , სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.