ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა - ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ მთავარ კერას ებრძვიან. ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 11%-ი, ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.