საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება

2025-01-12 15:35:03+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება. ზურაბისვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია მეტი ზეწოლა ევროპელი მეგობრების მხრიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ახალი არჩევნების მოთხოვნით. ზურაბიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება. ის აცხადებს, რომ ყველა დაკავებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში.