რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინის ნატოში არშესვლის გარანტიებს განიხილავს. ამის შესახებ Financial Times-ი რამდენიმე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარო, რომელმაც აღნიშნული საკითხი პუტინთან განიხილა ამბობს, რომ პუტინს სურს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი ისე, რომ რუსეთს საფრთხე არ შეექმნას, ტრამპს კი თავის მხრივ, სურს თავად შეამციროს ნატოს როლი აღნიშნულ საკითხში. ევროპელი ლიდერები და ოფიციალური პირები ტრამპს და მის გუნდს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ეს, მათი აზრით, ხელს შეუწყობს კიევის პოზიციის გაძლიერებას სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მოსკოვს დიალოგში ჩართვაში წაახალისებს.