ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში - საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. მანამდე არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ უარი განაცხადა სხდომათა დარბაზის შეცვლაზე, რის გამოც ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და უარი განაცხადეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვაზე. ამი შემდეგ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა და დროებით შეჩერებული პროცესი კვლავ ხმაურის ფონზე განახლდა. მანდატურები ფოიეში შეკრებილების სასამართლოს შენობიდან გაეყვანას ცდილობდნენ. ეკა ლემონჯავა ადევნებს თვალს დილიდან ხმაურიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. ეკა ყურადღებით გისმენთ.