სასამართლოს მიერ მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ. მათი თქმით, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მოსამართლე პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებს, ესე იგი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ბოროტების სრულ მასშტაბს. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ქართული ოცნება დაქვემდებარებული მმართმსაჯულების სისტემით სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. „ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო“ - ასე აფასებენ ოპოზიციაში ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს.