საიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება მზარდია - Palitra News

საიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება მზარდია

2025-01-11 13:04:03+04:00

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, რადგან პატიმრობა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა, მისი გამოყენება საგამონაკლისოდ, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხეების აღსაკვეთად უნდა მოხდეს. ამის მიუხედავად, როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, საიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენება მზარდია, რისი ნათელი მაგალიღი სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელი პროცესია.