პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეაფასეს “ქართული ოცნების” ინიციატივა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც 2003-დან 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების ქმედებებს გამოიძიებს. მათი თქმით, ეს განცხადება არაადეკვატური და რეალობას აცდენილია, ხოლო არალეგიტიმურ პარლამენტს კომისიის შექმნის უფლება არ აქვს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” მსგავსი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, 13 წლის შემდეგ კვლავ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი ღიმილის მომგვრელია და ამით “ქართული ოცნება” საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.