რა განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ჰადსონის ინსტიტუტის პანელური დისკუსიის ფორმატში და როგორ აფასებენ მის განცხადებებს - Palitra News

რა განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ჰადსონის ინსტიტუტის პანელური დისკუსიის ფორმატში და როგორ აფასებენ მის განცხადებებს

2025-01-10 12:24:53+04:00

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და საპარლამენტო არჩევნების დარღვევებზე, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა, ჰადსონის ინსტიტუტის პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრა. კონგრესმენ ჯო უილსონთან ერთად, ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ არჩევნები რუსული მეთოდებით გაყალბდა და შედეგებმა ქართველი ხალხის ნება ვერ ასახა. მეხუთე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია.