პია კაუმა - გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო - Palitra News

პია კაუმა - გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო

2025-01-06 13:40:39+04:00

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს.

„ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.