უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებები დაიწყეს - Palitra News

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებები დაიწყეს

2025-01-06 09:25:38+04:00

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებები დაიწყეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს. არსებული ცნობებით, უკრაინელი სამხედროები შეტევას სუჯის მხრიდან მიმართულებით ახორციელებენ. რამდენიმე დღით ადრე, პირველ იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკის მიმართულებით ჩავიდა და უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.