მესტიის მუნიციპალიტეტში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - Palitra News

მესტიის მუნიციპალიტეტში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

2025-01-05 19:00:42+04:00

მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.