მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს - Palitra News

მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს

2025-01-05 17:04:42+04:00

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კურსკი, კარგი ამბავი, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, - აცხადებს ერმაკი.

კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის პრევენციის ცენტრიც იუწყება.