ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკში, სოფელ მახნოვკასთან რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკში, სოფელ მახნოვკასთან რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა

2025-01-05 11:43:20+04:00

კურსკის ოლქში, სოფელ მახნოვკას მახლობლად, 3 და 4 იანვრის ბრძოლებში, რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„მახნოვკას ერთ-ერთი სოფლის მიდამოებში, რუსეთის არმიამ დაკარგა ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები. ეს საგრძნობი დანაკარგია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.