5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება - Palitra News

5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება

2025-01-05 10:47:06+04:00

ხვალ, 5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

კერძოდ, 17:00 - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან.

19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან.

19:00 საათზე - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“

19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე.

19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებისა შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება.

19:00-22:00 - მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა)

22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.

რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!"

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე - "სამშობლოს სამსახურში!"

ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე - "კი ევროპას, არა რუსეთს!"