ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს ახალი წელი მიულოცა - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებს ახალი წელი მიულოცა

2025-01-03 15:32:58+04:00

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა. მცირე საოჯახო ტიპის სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს, როგორც 24 საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას.