უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

2025-01-03 15:29:12+04:00

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც პრო-რუსული პარტია “ქართული ოცნება” ატარებს. ლიეტუვურ ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო შიშით უყურებს ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და არ სურს იგივე მოხდეს საქართველოში.