დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია - Palitra News

დონალდ ტრამპი - აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია

2025-01-02 12:46:31+04:00

აშშ იშლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ეროზია მიმდინარეობს და ამის შეჩერება მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„აშშ იშლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საფრთხისგან დაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მკვეთრი ეროზია მიმდინარეობს. ამის შეჩერება მხოლოდ სიძლიერესა და ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია“, - წერს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპს კონკრეტულად ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმა არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) ამერიკელების დასაცავად „თავიანთი საქმე არ გაუკეთებიათ“.

„ახლავე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უნდა ჩაერიოს, სანამ გვიანი არ არის. 20 იანვარს შევხვდებით. MAGA!“ - წერს დონალდ ტრამპი.