საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა - Palitra News

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა

2025-01-01 10:55:21+04:00

საქართველოში თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა - 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ის ნორმა ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, მწარმოებელ კომპანიებს სალიცენზიო სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, პირობების დარღვევისთვის კი, ჯარიმები დაეკისრებათ.

ახალი წლიდან თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა 50 000 ლარი იქნება.

თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტმა 2024 წლის ივლისში დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდა. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარია.