ორბელიანების სასახლის დატოვების შემდგომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ მასშტაბური შეხვედრებისთვის ემზადება - Palitra News

ორბელიანების სასახლის დატოვების შემდგომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ მასშტაბური შეხვედრებისთვის ემზადება

2024-12-31 15:45:23+04:00

ორბელიანების სასახლის დატოვების შემდგომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის შიგნით და გარეთ მასშტაბური შეხვედრებისთვის ემზადება. საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციასა და მოქალაქეებს მოუწოდებს გაერთიანდნენ ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღდეგ. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტებისთვის ვითარება არ შეცვლილა, ისინი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ მმართველად სწორედ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ. ქართულ ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის საინტერესო ფიგურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ აღარ არის.