საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა - Palitra News

საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა

2024-12-31 16:04:19+04:00

საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ავრცელებს.

„კვირას, საფრანეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყეს“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმაც დაარტყეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაშავდა.