მედია - უკრაინელებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს - Palitra News

მედია - უკრაინელებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს

2024-12-31 14:15:07+04:00

უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს", - ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რუს სამხედროებთან ერთად დასახლება ჩრდილოეთ კორეელ ჯარებსაც ეკავათ.