თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 536 ადამიანი დააკავეს - Palitra News

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 536 ადამიანი დააკავეს

2024-12-31 13:17:21+04:00

თურქეთში სამართალდამცავმა უწყებებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაცია 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ქვეყნის 57 რეგიონი მოიცვა.

ოპერაციის ფარგლებში 536 ადამიანი დააკავეს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში, ან მასთან კავშირში არიან.