სად და რა ფორმით გაააგრძელებს მუშაობას სალომე ზურაბიშვილი ცნობილი დღეს გახდება. სვეტიცხოველში გამართული სამადლობელი პარაკლისის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტმა დაანონსა, რომ გეგმების შესახებ საზოგადოებას რამდენიმე საათში უფრო მეტს ეტყვის. ზურაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. ისინი ყურადღებას მიმდინარე პროცესში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის როლზე ამახვილებენ.