ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატების მორიგ დიდ სამხედრო დახმარებას ელოდება. მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს ხელი უნდა შეუწყოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრუდოსთან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხები განიხილა.