ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს - Palitra News

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

2024-12-30 09:27:56+04:00

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მილანოვიჩი პირველ ტურში 51.48 პროცენტს აიღებს. მისი მთავარი მეტოქე, მეცნიერების ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაკი კი 19.29 პროცენტს. შემდეგ ადგილებზე მოდიან დამოუკიდებელი კანდიდატი მარია სელაკ რასპუდიჩი და ივანნა კეკინი მემარცხენე მწვანე პოლიტიკური პარტიიდან „ჩვენ შეგვიძლია!“, რომელთაგან თითოეული ამ დროისთვის რვა პროცენტზე მეტს აგროვებს.