ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება - Palitra News

ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

2024-12-30 09:22:13+04:00

ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს კიდე ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ. ჯო უილსონს მაგალითად ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევა მოყავს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.