ინაუგურაციაზე მიხეილ ყაველაშვილის ფიცის დადებას პოლიტიკურ სპექტრში სპექტაკლად აფასებენ. ამბობენ რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული ყაველაშვილი თავადვე არალეგიტიმურია. ფაქტი რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მოსახლეობა და დიპლომატიური კორპუსი არ ესწრებოდა, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ქართული ოცნების შიშისა და მათი რეალური პოლიტიკის გამოვლინებაა. აცხადებენ რომ საქართველოს ერთადერთი პრეზიდენტი ისევ და ისევ სალომე ზურაბიშვილია, რომელთან ერთად ბრძოლასაც გააგრძელებენ.