აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს პირადი ფინანსური სანქციები დაუწესა. როგორც ცნობილია, აღნიშნული სანქციები ივანიშვილის უშუალო მფლობელობაში არსებულ მთელ ქონებას შეეხო. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, აუცილებლად დაიბლოკება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი წერს, აშშ-მა ივანიშვილი „14 024-ე აღმასრულებელი განკარგულების ფარგლებში, რაც მიმართულია რუსეთის აგენტების“ წინააღმდეგ. აღნიშნული თემა ქართულ პოლიტიტიკურ სივრცეში განხილვის მთავარი საკითხია, ამავე ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა