აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს - Palitra News

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

2024-12-28 23:03:47+04:00

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც associated press იუწყება, ბაიდენი უკრაინაში 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს 20 იანვრამდე გააგზავნის, სანამ ის აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტად რჩება. სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს მოამარაგოს კიევი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის იარაღით. მანამდე გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას „ატაკამსისა“ და „სტორმ შადოვის“ რაკეტების დეფიციტი აქვს.