აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე იწვევს. სოციალურ ქსელ X-ში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დაწერა, რომ ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი, ინაუგურაციაზე დასასწრებად მოიწვია. უილსონი ასევე წერს, რომ პატივს სცემს სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას. ამავდროულად, თავად ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ბოლომდე მხარს დაუჭერს. ოპოზიციური პარტიის წევრები კი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქამდე იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ვიდრე ლეგიტიმური ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის ბერკეტი ქართველი ხალხისა და დასავლეთის მხარდაჭერაში გამოიხატება.