უწყვეტი პროტესტის 30-ე დღე. თბილისში გამართული „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტთან გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ დღეს, „ცოცხალ ჯაჭვში“ იდგა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის ზაარბრიუკენის მოედანზე მივიდა. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეკრა: ვახუშტის, თამარ მეფის, გალაკტიონის, ზაარბრიუკენის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზე. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.