„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ჩაატარეს კამალ ადვანის ჰოსპიტალში, ათეულობით პაციენტსა და ასობით ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოს თავშესაფრად იყენებდნენ, ევაკუაცია უბრძანეს. მათივე ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დააკავეს საავადმყოფოს დირექტორი, აბუ საფია და ათობით თანამშრომელი. „ჰამასის“ მიერ დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, იუსეფ აბუ ელ-რიშმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი წაუკიდეს ქირურგიულ განყოფილებას, ლაბორატორიასა და საწყობს. ისრაელის სამხედროების განცხადებით, საავადმყოფოს შიგნით, ცარიელ შენობაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც, მათი თქმით, აკონტროლებდნენ. როგორც „როიტერი“ წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.