უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 15 დრონი მიკოლაივის ოლქში ჩამოაგდეს, ხოლო ერთი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე, 28 ვორონეჟის და 17 როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.