ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა. მსგავს ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა გორის, ქუთაისის და სენაკის ქვეითმა ბრიგადებმა.