აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა, კულტურულ მემკვიდრეობას, ახალგაზრდა თაობას, სამუზეუმო სფეროსა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ძალადობრივი ქმედებებით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის საყოველთაო პროგრესული მისწრაფების უგულებელყოფა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მუზეუმი უსურვებს ქართულ საზოგადოებას აბრეშუმის სიმტკიცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, ევროპულ-ქართული ფასეულობების დაცვისა და პროგრესული მომავლის შენების გზაზე.