ხვალ, 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩატარდება. ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტში დადებს. ამ პროცესს ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და ყაველაშვილის ოჯახის წევრები დაესწრებიან. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათი მტკიცებით, ვინაიდან მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი ლეგიტიმური ვერ იქნება.