ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლიეტუველ და პოლონელ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლიეტუველ და პოლონელ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

2024-12-28 16:14:23+04:00

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ლიეტუველ და პოლონელ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ. დაინიუს ზალიმასთან და მიხალ ვავრიკიევიჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერები. როგორც ცნობილია, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მათ ევროპელ პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზეც ისაუბრეს. გარდა ამისა ევროპარლამენტარები ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდნენ. მათ ასევე ჩაატარეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.