საქართველოში უწყვეტი პროტესტის 31-ე დღე გრძელდება. დღეს, თბილისის ქუჩებში მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს ქმნიან, რომელიც არაერთ ადგილზე გავრცელდება, მათ შორის იქნება ვახუშტის, თამარ მეფის; გალაკტიონის; ზაარბრიუკენის; ბარათაშვილის; მშვიდობისა და მეტეხის ხიდები. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს პარლამენტთან ასევე დაგეგმილია მორიგი დიდი საპროტესტო აქცია, მანამდე კი გადავინაცვლებთ ცოცხალი ჯაჭვის აქციაზე, რომელიც ამ წუთებში უკვე იწყება.