მარკო მიხელსონი - ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ - Palitra News

მარკო მიხელსონი - ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ

2024-12-28 11:52:42+04:00

ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„31-ე დღე. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მაგალითს უნდა მიბაძონ და ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ“, - წერს მარკო მიხელსონი.